Лента постов канала VOL 2.0 (@gvol20) https://t.me/gvol20 რუსეთ - უკრაინის ომის, საქართველოს და მსოფლიოს სიახლეები LIVE რეჟიმში. კონტაქტი: https://t.me/vol202Bot ჩვენი ჩატი: https://t.me/vol20chat 18+ არხი: https://t.me/vol218 არხის მხარდაჭერა: BOG: #GE48BG0000000537413605 TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053 ru https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 15:13:03 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 15:08:26 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 15:06:07 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 08:28:41 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 03:14:57 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 03:09:51 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 03:06:10 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 03:01:31 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 02:32:42 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 02:18:01 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 02:00:18 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 01:59:42 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 01:56:00 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 01:44:18 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 01:42:09 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:53:43 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:49:30 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:47:12 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:44:11 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:43:00 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:37:44 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Sat, 23 Aug 2025 00:32:54 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Thu, 21 Aug 2025 17:33:00 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Thu, 21 Aug 2025 13:28:48 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 17:55:44 +0300
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:44:20 +0300
‼️ რატომ გამოვიდა პუტინი ტრამპთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ და ალტერნატივად „ომის დასრულების სრულყოფილი შეთანხმება“, ანუ რეალურად სამშვიდობოს ხელშეკრულება მოისურვა?

🔸 აქ არის ნიუანსი, რომელიც ბევრს ეპარება:

— ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს, დღესვე, ამ წუთასვე. საკმარისია მხოლოდ ბრძანება, და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია ფრონტის უფროს და რიგით მეთაურებზე, რომლებიც შეთანხმებას დაიცავენ. ამან შეიძლება ომი პირდაპირ შეაჩეროს, ან, უარეს შემთხვევაში, შეტაკებები მინიმუმამდე დაიყვანოს.

🔸 მშვიდობის ხელშეკრულება კი ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც გრძელდება.

❗️ მაგალითები:

— ეგვიპტე და ისრაელი: ცეცხლის შეწყვეტა 1973 წელს, ხელშეკრულება 1979-ში (6 წელი).
— იორდანია და ისრაელი: ზავი 1949 წელს, ხელშეკრულება 1994-ში (45 წელი).
— სომხეთი და აზერბაიჯანი: ცეცხლის შეწყვეტა 2020-ში, ხელშეკრულება — 2025-ში (5 წელი).
— ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა: ზავი 1953 წელს, მშვიდობის ხელშეკრულება კი დღემდე არ არსებობს.

🔸 ამიტომაც მშვიდობის ხელშეკრულების „სწრაფ“ გაფორმებასაც კი მინიმუმ 5 წელი სჭირდება.

🔸 პუტინი, უარს აცხადებს ომის შეჩერების პირველ და აუცილებელ ნაბიჯზე, ცეცხლის შეწყვეტაზე. მას თითქოს სურს „გადაახტეს“ ყველა ეტაპს და პირდაპირ დაასრულოს ომი მშვიდობით. მაგრამ რადგან ეს ყოველთვის წლობით იწელება, პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება მინიმუმ 2030 წლამდე ან უფრო დიდხანს, ვიდრე „უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები“ არ მოგვარდება.

🔸 უფრო მეტიც, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ გაფორმდება, ამ პერიოდში რუსეთი შეძლებს არა მხოლოდ ბრძოლის გაგრძელებას, არამედ მუდმივად უკრაინის დადანაშაულებას, თითქოს კიევი მშვიდობის პროცესს აფერხებს.

❗️ ლოგიკა მარტივია: „ჩვენ მშვიდობას ვცდილობთ, მაგრამ კიევი მაინც არ გვიბრუნებს ქალაქებს, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციით ჩვენია: ზაპოროჟიე, ხერსონი და სხვა.“
გამოდის, უკრაინას არ სურს მშვიდობა, სურს ომი რადგან კრიზისის „პირველწყაროები“ ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

🔸 სინამდვილეში კი ეს ნიშნავს: პუტინი ამბობს, რომ ომს გააგრძელებს „მშვიდობამდე“, ანუ უკრაინის კაპიტულაციამდე.

🔸 სწორედ ამიტომ ევროპელები და კიევი მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, როგორც აუცილებელ ნაბიჯს.

🔸 რა ხდება ამერიკულ ადმინისტრაციაში ეს ცალკე საკითხია, იქ სურთ როგორმე მაინც ამოიყვანონ რუსეთი ომიდან და კონფლიქტი გაყინონ.

🔸 მაგრამ მთავარი არის ერთი: ამ მინიმუმზე, ანუ სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე, პოზიციიდან არ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, და არავითარი ტერიტორიის დათმობა ბრძოლის გარეშე არ უნდა მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი არის მახე.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:19:42 +0300
🔥 გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთმა აგვისტოში უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13% დაკარგა.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:18:10 +0300
🤡🤡🤡 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო მიიჩნევს, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, რადგან რუსეთი, როგორც ბირთვული ძალა, არ შეიძლება დამარცხდეს.

🔻 მან ასევე აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების მთავარი პირობა უნდა იყოს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობის გაცნობიერება.

პ.ს. აი შენ რომ გადაგარჩინა იმ ექიმის დდშვც

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:17:07 +0300
❗️ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი:

ყარაბაღის საკითხი „დახურულია“. მშვიდობა ჩვენთვის უჩვეულო გრძნობაა, მაგრამ ამიერიდან მშვიდობიანად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:14:41 +0300
‼️ დღის მთავარი ამბები - 19.08.2025 ‼️

🔥 ღამით ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „უკრანელი სტუმრები ეწვია“.

🇺🇸 ტრამპი: საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ადგილზე ჯარების განლაგებას აპირებენ.

🔥 უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით - ტრამპი

🔥 უკრაინის შეუარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი რუსული ეშელონი გაანადგურა.

🇺🇦 უკრაინა მოითხოვს რუსეთისგან სრულ კომპენსაციას მისი 300 მილიარდი დოლარის აქტივების გაყინვის გამო დანაკარგებისთვის - FT

🇩🇪 მერცი: ტრამპი ესაუბრა პუტინს და დათანხმდა პუტინ-ზელენსკის შეხვედრის ორ კვირაში ჩატარებას.

🇫🇷 მაკრონი: თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ უნდა მოვამზადოთ დამატებითი სანქციებისა და რუსეთზე რეგიონული ზეწოლისთვის.

🇺🇸 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუბიო უხელმძღვანელებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სამუშაო ჯგუფს - WSJ (რუბიოს რატომ ტენიან ყველაფერს 😁)

🇺🇦 ომის შემდეგ არმიის მკვეთრი შემცირება არ იქნება - შმიჰალი

🇫🇷 არცერთი სამშვიდობო შეთანხმება არ შეზღუდავს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობას - მაკრონი

🔥 SBU-ს ოპერაცია „პაუწინა“-ს შემდეგ, რუსული სტრატეგიული ავიაცია ორჯერ ნაკლებ რაკეტას უშვებს.

🔥 SBU-ს შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა ლუგანსკის ოლქში, ბელოკურაკინში, ორი რუსული საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.

🚫 ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის ჯარები ადგილზე არ იქნებიან.

🇺🇸 აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს ევროპას უკრაინაში ჯარების განლაგებაში, მათ შორის საჰაერო მხარდაჭერით - ტრამპი.

🇪🇺 ევროკავშირი შემდეგი თვისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტს ამზადებს - The Guardian

❤️ თუ გსურთ არხის მხარდაჭერა და ადმინისთვის შაურმების ჩუქება: (აგვისტოში შემოწირული თანხის რაოდენობა 180₾)

BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/vol20pay
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:07:10 +0300
🔥 უკრაინული MiG-29 ისვრის AGM-88 HARM რაკეტებს, სადღაც უკრაინის თავზე

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 09:00:58 +0300
აბაჩოვი იყო ის, ვინც კურსკის თავდაცვაზე ოპერირებდა
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 08:59:28 +0300
🔥 რუსი გენერალი აბაჩოვის მანქანაზე შეტევის კადრები 16 აგვისტო.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 08:41:21 +0300
‼️ ტორეცკის მიმართულებაზე, რუსმა გადაწყვიტა დანგრეულ სახლში დამალულიყო, მაგრამ FPV დრონს სხვა გეგმები ქონდა.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 08:37:45 +0300
🇺🇸🇺🇦 ვიდეო, სადაც ტრამპი მადლობას უხდის უკრაინელ ჯარისკაცს კონსტანტინ კარტავცევს გოლფის ჯოხის ჩუქებისთვის.

პ.ს. 👀 ზელე უღებდა ნეტა?

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Wed, 20 Aug 2025 00:09:02 +0300
❗️უკრაინულმა მხარემ დღეს დილით გაავრცელა ვიდეო, სადაც უკრაინული ტანკი ანადგურებს შენობას. (როგორც წერენ რუსები იყვნენ შიგნითო). ეს ვიდეო არც ისეთი საზეიმო აღმოჩნდა, როგორადაც ბევრმა გაასაღა, რადგან გეოლოკაციით დგინდება რომ ეს ადგილი კუპიანსკის ცენტრში მდებარეობს (მეორე სანაპირო).

თუ რუსებმა ასეთ სიღრმეზე შეძლეს შესვლა - ძალიან ცუდი ამბავია. თუნდაც მთლად განადგურდნენ. ყველა ვარიანტში თავდაცვის სისუსტეზე მიუთითებს.

- 2024 წლის ნოემბერში ზუსტად მაგ ადგილას მოახერხეს შეჭრა. ჯგუფი მთლიანად განადგურდა. იმედი მაქვს ეს ვიდეოც ძველია.
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 17:26:39 +0300
‼️ მეორე რუსული ეშელონის დადუღების კადრები

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 17:19:18 +0300
გაიწმინდა ალყა + ტყვეები
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 14:04:02 +0300
‼️ პაკისტანის არმიამ დაიწყო FPV დრონების გამოყენება მთიან რაიონებში ქვეყნის შიგნით თალიბების გასანადგურებლად.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:58:31 +0300
❗️ განხორციელდა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა, 1000 ჯარისკაცი ფარზე დაბრუნდა სახლში

🫡 დიდება გმირებს!

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:57:06 +0300
❗️ კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე Kh-101 რაკეტის დარტყმის მომენტი.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:56:25 +0300
‼️ SBU-ს ოპერაცია „პაუწინა“-ს შემდეგ, რუსული სტრატეგიული ავიაცია ორჯერ ნაკლებ რაკეტის გაშვებას ახერხებს.

🔻 რაკეტების შეტევების ინტენსივობა თითო დარტყმაზე 33-დან 19 რაკეტამდე შემცირდა. რუსეთი იძულებულია გადარჩენილი ბომბდამშენები შორეულ აეროდრომებზე გადაიტანოს, რომელთაგან ზოგიერთს შეკეთება სჭირდება.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:54:40 +0300
❗️ რუსებმა კრემენჩუგი კასეტური ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:51:56 +0300
‼️ ერთერთ ეშელონზე დარტყმის კადრები ზაპოროჟიის ოლქიდან.

👀 როგორც ინფორმაცია ვრცელდება, განადგურდა ორი სხვადასხვა შემადგენლობა.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:45:27 +0300
😁 ბედიანი რუსები.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:41:56 +0300
‼️ დამატებითი ინფორმაცია ჩარჩენილ რუსებზე

🔻 როგორც წყაროები იუწყებიან იქ საკმაოდ ბევრი რუსია მომწყვდეულ, როგორც ჩანს, ალყა ნამდვილად შეიკრა და ზოლოტიი კოლოდიაზისკენ გაგზავნილი ძალა ნელ-ნელა ალყაში შედენეს უკრაინელებმა და ახლა ყველანი ტყეში არიან თავმოყრილი. საუბარია ათეულობით სამხედროზე.

🔻 ამჟამად უკრაინელები მათ MLRS ებით ამუშავებენ (ვიდეო).

🔻 რუსები ძველ სანგრებში იმალებიან, რის გამოც მათ პირდაპირი შეტევით გამოძევება რთულია. ამიტომ, მეტი ცოცხალი ძალის დაზოგვის მიზნით, უკრაინელები არ გეგმავენ გაწმენდით ოპერაციას, არამედ აპირებენ, რომ შიმშილითა და წყლის ნაკლებობით მათ განადგურებას დაელოდონ.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:24:24 +0300
‼️ უკრაინელებმა სრულად დაიკავეს კუჩერივ იარი.

🔻 რუსი ჯარისკაცები ჯერ კიდევ იმალებიან სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტყეში, ხოლო უკრაინელები მათ ხოცვას აგრძელებენ.

🔻 სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით შვერილი სრულად არ არის განადგურებული, მხოლოდ მისი "რქები მოტეხეს"

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 13:21:32 +0300
‼️ ტოკმაკთან რუსეთის საწვავით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობა აფეთქდა, ვაგონები რელსებიდან გადავიდა და იწვის.

📌 47.219203, 35.884971

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 10:05:03 +0300
პუტინის და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის სხვადასხვა ადგილები სახელდება, უნგრეთიდან შვეიცარიამდე.

თუმცა რეალურად მხოლოდ დრო აჩვენებს რა იქნება
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 10:03:18 +0300
🇫🇮🇺🇸 შეხვედრის დახურულ ნაწილში ფინეთის პრეზიდენტმა სტუბმა დონეცკის ოლქში მდებარე კრამატორსკი და სლავიანსკი „ჰუნების წინააღმდეგ აღმართულ ბასტიონად“ მოიხსენია, რამაც ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა - WSJ

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 09:58:41 +0300
‼️ გუშინდელი რუსების შეტევის რუკა.

🔻 ლუბნისა და კრემენჩუკს დრონებით დაესხნენ თავს, ხოლო კრემენჩუგს ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 09:50:30 +0300
‼️ ღამით რუსებმა უკრაინაზე მასიური კომბინირებული შეტევა განახორციელეს, უკრაინის საგარეო თავდაცვამ 236/280 საჰაერო სამიზნის განადგურება/ჩახშობა მოახერხა

გამოყენებული იქნა:

270 დრონი Shahed და სხვადასხვა ტიპის იმიტატორი დრონები

5 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-М“

5 ფრთოსანი რაკეტა Х-101 სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან, კასპიის ზღვის აკვატორიიდან.

🔻 დაფიქსირდა 4 რაკეტის და 40 დრონის დარტყმა 16 ლოკაციაზე.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 09:49:34 +0300
‼️ კრემენჩუკი კვამლით არის მოცული, მოსახლეობას ფანჯრების დახურვა სთხოვეს

🔻 ერთდროულად განხორციელდა იერიში „შაჰედებით“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით.

🔸 დაზიანდა ენერგეტიკული საწარმოების ნაგებობები, ასევე დარტყმა მიიტანეს გაზის საცავებზე პოლტავას რეგიონში.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 03:04:16 +0300
🫡 აბა ჰე დღეისთვის უკვე მეყოფა, აბა თქვენ იცით არ იცელქოთ, მშვიდობიანი ღამე!

პ.ს. არ დაგავიწყდეთ თქვენი შაურმის-მონის გახარება: https://t.me/gvol20/81323
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 03:02:18 +0300
‼️ ვოლგოგრადი - რუსები აფეთქებების შესახებ იუწყებიან, ისმის სასწრაფო დახმარების მანქანების ხმები, ასევე რაღაც იწვის.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:59:49 +0300
‼️ რა თქვა ზელენსკის ბრიფინგზე თეთრ სახლში შეხვედრების შემდეგ

„მე მქონდა ხანგრძლივი საუბარი რუკაზე, რომელიც ამერიკელებმა წარმოადგინეს ისინი კარგად იყვნენ მომზადებული, თუმცა ჩვენც გვქონდა ზუსტად იგივე რუკა. ბევრი რამის ჩვენება ამერიკელი კოლეგებისთვის ბრძოლის ველის მდგომარეობაზე სწორედ ამ რუკაზე შევძელი, ვინ რას აკონტროლებს რეალურად ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე.“

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს უბრალოდ პაუზა, არამედ ნამდვილი მშვიდობა. ეს მშვიდობა უნდა იყოს დაცული უკრაინის პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიებით.“

„ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს არის მთავარი საკითხი და ომის დასრულების დასაწყისი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს.“

„ანუ ის, რაც უნდა ყოფილიყო ბოლოს უსაფრთხოება ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ საკითხად. და ვიწყებთ მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ გასცემს მკაფიო სიგნალს: ისინი იქნებიან იმ ქვეყნების შორის, რომლებიც დაგვეხმარებიან, კოორდინაციას გაუწევენ და ასევე გახდებიან უსაფრთხოების გარანტიების მონაწილეები უკრაინისთვის. ვფიქრობ, ეს დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი, როგორ იქნება ყველაფერი, ყველა დეტალი, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება.“

„ტერიტორიების საკითხს ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ.“

„მე მზად ვარ პუტინთან შეხვედრისთვის.“

„აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა, რომ ეს რთული სისტემა იქნება (ტყვეების გაცვლაზეა საუბარი, სავარაუდოდ მათ შორის მინიმუმ ბავშვების ნაწილზეც), მაგრამ დამეხმარება ყველა-ყველაზე გაცვლის საკითხში. ჩვენ შევთანხმდით ამაზე მუშაობას.“

„ამერიკული იარაღის პაკეტი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს (წარმოაბა არ შეგვიძლიაო), მოიცავს უპირველესად თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვას. ჩვენი წინადადებების პაკეტი არის 90 მილიარდი დოლარის ოდენობის.“

„უსაფრთხოების გარანტიების დეტალები დამუშავდება 10 დღეში.“

„არანაირი მიუღებელი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.“
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:50:49 +0300
‼️ დღევანდელი ვაშინგტონის მოლაპარაკებების პირველადი შეჯამება

🔸 განხილულ იქნა სამი მთავარი თემა:

— უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

— ტერიტორიული გაცვლის შესაძლებლობა არსებული ფრონტის ხაზის გათვალისწინებით.

— სამმხრივი შეხვედრის დაგეგმვა.

🔻 პოლიტიკოსების უმეტესობამ ხაზი გაუსვა ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას და მექანიზმის შექმნას, რომელიც „ნატოს მე-5 მუხლს“ დაემსგავსება უკრაინისთვის. ეს პასუხია ტრამპის მინიშნებაზე, რომ აშშ შეიძლება სამხედრო ფორმითაც (თუმცა გაურკვეველი სახით) ჩაერთოს მშვიდობის პირობების დაცვაში.

🔸 მერცმა და მაკრონმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე აუცილებელია ზავის დაწესება. მაკრონმა ასევე წამოაყენა ინიციატივა, რომ სამმხრივი შეხვედრის შემდეგ საჭიროა გაიმართოს ოთხმხრივი ფორმატის მოლაპარაკება ევროპის მონაწილეობით. ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზეც, მელონიმ ტრანსატლანტიკური ერთობის შენარჩუნებაზე, სტუბმა კი ხაზი გაუსვა ფინეთის გამოცდილებას, რომ რუსეთთან ომის დასრულება მოლაპარაკებითაც შეიძლება.

🔻 დახურული ნაწილის ბოლოს ტრამპმა დაურეკა პუტინს საუბარი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. შემდეგ ამერიკელმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედოვნებს, რომ ზელენსკისა და პუტინის სამიტი შედგება უკვე ამ თვეში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიმართოს სამმხრივი სამიტი.

🔻 მედია იუწყება, რომ უკრაინამ უარი განაცხადა ტერიტორიის დათმობაზე, მათ შორის დონეცკის ოლქის გადაცემაზე, ფრონტის ხაზის გაყინვის სანაცვლოდ და მოითხოვა ზავი, როგორც წინაპირობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. კიევმა ასევე შესთავაზა 100 მილიარდი დოლარის ამერიკული იარაღის შესყიდვა (ევროპის დაფინანსებით) და დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის კონტრაქტები უკრაინულ-ამერიკული დრონების ერთობლივი წარმოებისთვის.

🔹 ევროპელებმა აშკარად ისწავლეს, როგორ ელაპარაკონ ტრამპს, ეს „ნასწავლი“ ჰაგვს ცერემონიული პირფერობის და მნიშვნელოვანი თემების მეთოდურად და ჩუმად შეცურების კომბინაციას. ისინი ნაკლებად ეწინააღმდეგებიან ტრამპის იდეებს პირდაპირი უარით, არამედ მის დღის წესრიგში „აინტეგრირებენ“ და თანდათან იძენენ მის კეთილგანწყობას.

🔹 ასე ევროპა ცდილობდა შეენარჩუნებინა ამერიკის ჩართულობა კონტინენტზე და ერთდროულად ეჩვენებინა, რომ თავადაც მზადაა მოქმედებისთვის. ტრამპმა აჩვენა, რომ მისი სწრაფვა მშვიდობისკენ დასავლეთის ლიდერების მხარდაჭერას მოიპოვებს და მისი აზრით, საბოლოოდ რუსეთი იწყებს „ნამდვილ“ მოლაპარაკებებს. უკრაინა კი იღებს სასურველი საუბრის გახსნას უსაფრთხოების გარანტიებზე, თან თანხმდება დიალოგზე რუსეთთან, თუმცა მკაფიოდ რჩება მტკიცე პოზიციაშI პუტინის მოთხოვნების მიმართ.

❗️ რაიმე შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა, საკმაოდ დრო დასჭირდება ამას. ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ „ორი კვირის განმავლობაში“ გაირკვევა, დასრულდება თუ არა ომი, მაგრამ ამ ვადას სერიოზულად უკვე არავინ აღიქვამს. საეჭვოა, რომ პუტინი სერიოზულად ისურვოს მოლაპარაკებას, მისი ეს „მანევრები“ უფრო მეტად დროის მოგებას ემსახურება. რეალური პროგრესის მოლოდინი შეიძლება უფრო დასავლეთის შიდა შეთანხმებებზე იყოს, მაგალითად, სამშვიდობო ძალების, ვალდებულებებისა და ხარჯების განაწილებაზე.

👀 სავარაუდოდ მომდევნო კვირებში (ან თვეებში) ეს საკითხები მეტ-ნაკლებად დალაგდება.

‼️🔥‼️ ამასობაში აღსანიშნავია ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენებიც:

🔻 უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ პოკროვსკთან გააუმჯობესა საერთო სურათი დონბასში და შეასუსტა რუსეთის მოთხოვნის ლეგიტიმაცია (ტრამპ-პუტინის დუეტის განზომილებაში) ამ ტერიტორიის ფაქტობრივად უსასყიდლოდ გადაცემაზე. ასევე გრძელდება დრონების კამპანია, რომელიც ანგრევს რუსეთის ინფრასტრუქტურას და მას სერიოზულ ზარალს აყენებს. ასეთ წარმატებებს მნიშვნელოვანი როლი ექნება მოლაპარაკებებში, ამიტომ მოსალოდნელია კიევის ახალი მოულოდნელობები, განსაკუთრებით რუსეთის ღრმა ზურგში.

🔹 ევროპა და უკრაინა იმედოვნებენ, რომ ამ პროცესში ტრამპი საბოლოოდ „შეეჯახება კედელს“ პუტინის სახით და დაკარგავს მოთმინებას. ეს ძალიან გავს ჩრდილზე დევნას, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოცემულობა. ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღალატი არ ფიქსირდება და უკრაინის კაპიტულაციაზე იძულების მცდელობაც არ ფიქსირდება, რაც ალასკის წარუმატებელი სამიტის შემდეგ ბევრად მეტია, ვიდრე ველოდებოდი.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:30:30 +0300
‼️ თეთრ სახლში მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპი, ევროპელი ლიდერები და ზელენსკი ასევე გამართავენ ვირტუალურ შეხვედრას, რომელიც უკრაინას მიეძღვნება - რუტე

🔻 მისი თქმით, ტრამპთან დღევანდელი მოლაპარაკებების დროს უკრაინის მიერ კონკრეტული ტერიტორიული დათმობების საკითხი არ განხილულა.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:24:16 +0300
❗️ „ჩვენ გავხსნით უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების ექსპორტს აშშ-სა და ევროპაში“ - ზელენსკი.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:23:54 +0300
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ:

მიუღებელი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:21:43 +0300
‼️ მე ვიკამათე რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიების პროცენტულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ამაში ძალიან კარგად ვარ ჩახედული. აშშ-მ მოამზადა, თუმცა იგივე რუკა ჩვენც გვქონდა - ზელენსკი

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:19:12 +0300
ზელენსკი:

უსაფრთხოების გარანტიების დეტალები 10 დღის განმავლობაში შემუშავდება.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:18:08 +0300
ბოდიში მარა უნდა დავწერო:

პუტინის „მეგაგეოპოლიტიკურ გენიას“ პირში ჩაუდო ზელემ და ევროპამ 😙
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:15:59 +0300
ზელენსკი:

ტერიტორიების საკითხს ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:14:10 +0300
ზელენსკი:

მე მივიღე მნიშვნელოვანი სიგნალი შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობისა და მათი კოორდინაციის დახმარებასთან დაკავშირებით.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:11:16 +0300
🇺🇦 რუსეთმა უკრაინა-რუსეთის ორმხრივი შეხვედრის, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრის შეთავაზება წამოაყენა. ჩვენ მზად ვართ ლიდერების დონეზე ნებისმიერი ფორმატისთვის - განაცხადა ზელენსკიმ.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:10:02 +0300
ზელენსკი:

მზად ვარ პუტინთან შესახვედრად.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:08:46 +0300
🇺🇦 ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ:

„ეს ჩვენი შეხვედრებიდან საუკეთესო იყო“.


🔻 რუკაზე ბევრი რამის ჩვენება შევძელი: ვინ რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს, სინამდვილეში, ჭორების გარეშე - ზელენსკი

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:08:09 +0300
ფინეთის პრეზიდენტი სტაბი:

ტრამპმა ჩათვალა, რომ კარგი იდეა იყო პუტინთან დარეკვა და პუტინსა და ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის შეთავაზება.

ვნახოთ, ეყოფა თუ არა პუტინს გამბედაობა, რომ ასეთ შეხვედრაზე მოვიდეს, მისი ნდობა შეუძლებელია.


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:04:33 +0300
მერცი:

უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, ტერიტორიული დათმობები გააკეთოს.
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:03:30 +0300
👀
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:03:12 +0300
დაიწყო თეთრი სახლის წინაა პირდაპირ
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:02:14 +0300
👀 ზელენსკის ბრიფინგი ექნება მალე
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:02:03 +0300
НАЖИВО. Брифінг.
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 02:00:29 +0300
❤️ თუ გსურთ არხის მხარდაჭერა და ადმინისთვის შაურმების ჩუქება: (აგვისტოში შემოწირული თანხის რაოდენობა 180₾)

BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/vol20pay
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:56:33 +0300
‼️ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:55:37 +0300
მერცი:

ტრამპი პუტინს ესაუბრა და ისინი შეთანხმდნენ, რომ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება.
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:52:29 +0300
‼️ ზელენსკის Fox News-თან ინტერვიუ არ შედგება. ზელენსკი ვაშინგტონს ტოვებს.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:51:50 +0300
მერცი:

ამ შეხვედრამ მოლოდინები არა მხოლოდ გაამართლა, არამედ გადააჭარბა კიდეც.
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:51:08 +0300
მოკლედ აგვისტოს ბოლომდე თუ პუტინი არ შეხვდება ზელენსკის, მაშინ პუტინი ყველაფერთან ერთად არის ფუფლო!
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:49:22 +0300
😂 მერცი: არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს გამბედაობა ეყოფა ზელენსკისთან შესახვედრად
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:46:35 +0300
#სასწრაფო

👀 პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად - AFP


პ.ს. მე მაინც ⚠️ ამ სიმბოლოს დავურთავ ამ ამბავს
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:42:56 +0300
👀 რუსებს უკვე დაუწყიათ „ტრაკის თამაში“

❗️ უშაკოვმა კომენტარი გააკეთა ტრამპსა და პუტინს შორის საუბრის შედეგებზე:

— ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს სტუმართმოყვარეობისთვის, ალასკაში შეხვედრის ორგანიზებისთვის და მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მიღწეული პროგრესისთვის.

— ტრამპმა მიაწოდა ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებების შესახებ. შემდგომი საუბრის დროს პუტინმა და ტრამპმა მხარდაჭერა გამოთქვეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მიმართ.

— განხილული იყო იდეა, რომ საჭირო იქნებოდა უკრაინული და რუსული მხარეების წარმომადგენლების დონის ამაღლების შესაძლებლობის შესწავლა - იმ წარმომადგენლების, რომლებიც მონაწილეობენ პირდაპირ მოლაპარაკებებში.

— პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტს. პუტინმა აღნიშნა ტრამპის მცდელობების მნიშვნელობა გადაწყვეტილებების მოსაძებნად.


❗️ ახლა მნიშვნელოვანზე:

როგორც ხედავტ რუსები ისევ დელეგაციებზე საუბრობენ, ხოლო ტრამპი ლიდერების შეხვედრაზე საუბრობს. საინტერესოა რამდენ ხანში მოახსენებენ ტრამპს, რომ პუტინი არ აპირებს ზელენსკისთან შეხვედრას.

კომპრომისის სახით რუსებმა შეთავაზეს „დელეგაციის დონის ამაღლება“ (იდეის განხილვა). ანუ ამჯერად ეს არ იქნება მედინსკი როგორც ვთქვი, არამედ ვინმე უფრო პატივსაცემი.

თუმცა ეს მაინც დროის გაწელვის გზაა და მეტი არაფერი. აშკარად ტრამპი უნდა გაბრაზდეს ამაზე, აბა ვნახოთ 👀

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:34:36 +0300
‼️ დღის მთავარი ამბები - 18.08.2025 ‼️

🦩 უკრაინული „ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 3000 კმ-ზე მეტია, უკვე მასობრივ წარმოებაშია.

🚫 რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში შეჩერდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ მილსადენის ტრანსფორმატორულ სადგურზე თავდასხმა განახორციელა.

🔥აფეთქება მოხდა ოკუპირებულ მაკიევკაში (დონეცკის ოლქი).

🔥 დონეცკში დრონები თავს დაესხნენ ყოფილ #1 პანსიონს. იქ ცოტა ხნის წინ რუსების პერსონალი განთავსდა პოკროვსკის მიმართულებაზე გადასაყვანად.

🔥 ღამით, ტამბოვის ოლქის სოფელ ნოვონიკოლსკოეს მახლობლად, „ტრანსნეფტის“ ნავთობის საწყობზე შეტევა განხორციელდა.

🇺🇸 ტრამპი: ჩვენ ვმუშაობთ ხანგრძლივ მშვიდობაზე, რომელიც არა 2 წელი, არამედ გაცილებით მეტხანს გაგრძელდება.

🇪🇺 ევროპელებს სურთ უკრაინის დაცვა და ჩვენ ამაში მათ დავეხმარებით - ტრამპი.

🇩🇪 ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი შეხვედრიდან ზავი მივიღოთ - მერცი.

🇮🇹 განხილვას ნატოს მე-5 მუხლის მოდელის მსგავსი წინადადებით დავიწყებთ - მელონი.

🇫🇷 ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენივე უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა - მაკრონი.

🇬🇧 სტარმერი: ჩვენ გვინდა, უკრაინაში კიდევ ერთი შეჭრის თავიდან ასაცილებლად მე-5 მუხლის მსგავსი რამ შევიმუშავოთ.

🇺🇸 „ერთ ან ორ კვირაში გავიგებთ, მივაღწიეთ თუ არა წარმატებას, თუ ეს საშინელი ბრძოლები გაგრძელდება“ - ტრამპი.

🇺🇦 ტრამპი: ვიცი, რომ რუსეთში 1000-ზე მეტი ტყვეა და ვიცი, რომ ისინი მალე გათავისუფლდებიან.

🇺🇦 უკრაინა იღებს ვალდებულებას, შეიძინოს აშშ-ს იარაღი 100 მილიარდ დოლარად ევროკავშირის ხარჯზე - FT

🇺🇸 აშშ და უკრაინა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამშრომლობას გააფორმებენ დრონების სფეროში - FT

🇺🇦 უკრაინა უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე დონეცკის რეგიონიდან, რადგან ეს შექმნის პლაცდარმს დნეპრზე შეტევისთვის

🔥 უკრაინამ ნათლად გამოთქვა სურვილი, შეიძინოს მინიმუმ 10 Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე რაკეტები და სხვა აღჭურვილობა - FT

❤️ არხის მხარდაჭერა: (აგვისტოში შემოწირული თანხის რაოდენობა 180₾)

BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/vol20pay
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:32:17 +0300
❗️უკრაინა აგებს ბიძი დღედღეზე კიევში იქნებიან რუსები

ამდროს ფრონტი:
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:29:02 +0300
❗️ პირველი საათისკენ მოხდა Geran-2( შაჰიდის მაგვარი რუსული წარმოების დრონი) თავდასხმა უკრაინაზე

პ.ს. მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა შემოემატა დრონები
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:26:23 +0300
❗️ოდეასას ოლქში სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა... იუწყებიან მძიმე აფეთქების შესახებ
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:21:58 +0300
‼️ ასევე რუსები უტევენ უკრაინას შაჰედის ტიპის დრონებით

🔻 ასრესბობს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვების საფრთხეც.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:20:54 +0300
‼️ უკრაინული დრონების შეტევა მიმდინარეობს რუსეთზე და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:20:19 +0300
‼️ ტრამპი იმედოვნებს, რომ პუტინ-ზელენსკის შეხვედრა აგვისტოს ბოლომდე გაიმართება - Axios

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:12:20 +0300
‼️ უშაკოვი აცხადებს, რომ პუტინმა და ტრამპმა განიხილეს მოსკოვისა და კიევის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში დონის ამაღლების შესაძლებლობის შესწავლის იდეა (მედინსკი არ იქნება ესეიგი, წესით, მარა ფორმულირება ისეთია, რომ:)).

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:10:58 +0300
‼️ დონალდ ტრამპის განცხადება Truth Social - ზე

„მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამორჩეულ სტუმრებთან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუთესთან თეთრ სახლში. შეხვედრა დასრულდა ოვალურ კაბინეტში შემდგომი შეხვედრით.

შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომლებიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მიერ მიეცემა აშშ-ის კოორდინაციით. ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთისა და უკრაინის შორის მშვიდობის შესაძლებლობით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, რომელიც გაიმართება მოგვიანებით, ზელენსკისთან ერთად შეთანხმებულ ადგილას. ამ შეხვედრის შემდეგ ჩატარდება ტრილატერალური მოლაპარაკება ორი პრეზიდენტი და მე.

ეს ძალიან კარგი, ადრეული ნაბიჯია ომისთვის, რომელიც თითქმის ოთხი წელია გრძელდება.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დეი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი კოორდინაციას წევენ რუსეთთან და უკრაინასთან.

„გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“


VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:06:31 +0300
👀 კრემლის ცნობით, პუტინმა და ტრამპმა მხარი დაუჭირეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარებას.

პ.ს. ვაი და პუტინმა კიდევ მედინსკი თუ გაგზავნა ამ მოლაპარაკებებზე მერე ნახეთ თქვენ ტრამპის ფსიქოზი 😁

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:05:35 +0300
‼️ FT- ის მოკლე რეზიუმე უკრაინის მიერ ტრამპისთვის შეთავაზებების შესახებ:

— უკრაინა იღებს ვალდებულებას, შეიძინოს აშშ-ს იარაღი 100 მილიარდ დოლარად ევროკავშირის ხარჯზე;

— ერთობლივი პროექტი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე 50 მილიარდ დოლარად. უკრაინა პოზიციონირებს, როგორც პიონერი ამ სფეროში, რომელიც მზადაა დაეხმაროს აშშ-ს დაეწიოს, რომ დაეწიოს რეალობას;

— უკრაინა უარყოფს რუსეთის ფედერაციისთვის ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობას და დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას, როგორც „მდგრადი მშვიდობის“ პირველ ნაბიჯს;

— უკრაინა უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე დონეცკის რეგიონიდან, რადგან ეს შექმნის პლაცდარმს დნეპრზე შეტევისთვის;

— რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს უკრაინას დანაკარგები, შესაძლოა რუსეთის ფედერაციის ოქროსა და ვალუტის რეზერვების კონფისკაციის გზით;

— სანქციების თანდათანობითი მოხსნა მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო ხელშეკრულების და რუსეთის ფედერაციის მიერ მისი კეთილსინდისიერი შესრულების დადასტურების შემდეგ;

— დოკუმენტში უკრაინა მიმართავს ტრამპის სურვილს, განავითაროს ამერიკული წარმოება და რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს ძალის გამოყენებით და არა „პუტინისთვის უსასყიდლო საჩუქრებით“;
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:03:19 +0300
ვიღაცა ურეეევს
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:03:09 +0300
ესეიგი იქვე იყვნენ ? WTF
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 01:02:33 +0300
‼️ უშაკოვი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 00:59:52 +0300
😁 თეთრი სახლის ფოტოგრაფთან დამაკავშირეთ, ქორწილი უნდა გადავაღებინო
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 00:57:40 +0300
‼️ უკრაინა მოითხოვს რუსეთისგან სრულ კომპენსაციას 300 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივებთ, გამოწვეული ზარალისთვის. სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება სამომავლო სამშვიდობო შეთანხმება - Financial Times.

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>
https://linkbaza.com/catalog/-1001454522272 Tue, 19 Aug 2025 00:47:30 +0300
#სასწრაფო

❗️ტრამპის შეხვედრა ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან დასრულდა - თეთრი სახლი

VOL 2.0 | CONTACT
Подробнее
]]>