Завжди перші (მუდამ პირველები) - ტელერადიოკომპანია ოდიშის ოფიციალური ტელეგრამ-არხი
Информация о канале обновлена 17.08.2025.
Завжди перші (მუდამ პირველები) - ტელერადიოკომპანია ოდიშის ოფიციალური ტელეგრამ-არხი
საინტერესო დეტალი ალასკაზე: რუსეთის დელეგაციასთან ერთად სპეცრეისით მოსკოვიდან გამოფრენილ პროპაგანდისტ ჟურნალისტებს თვითმფრინავში კიევური კატლეტებით გაუმასპინძლდნენ, ადგილზე ჩასულებს კი ერთმანეთისგან ფარდით გაყოფილი წითელი ჯვრის ასეთი “ლეჟანკები” დაახვედრეს, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მარგარიტა სიმონიანმა სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც კიევური კატლეტების მიტანა დაადასტურა, რაც შეეხება “ლეჟანკებს”, რუსმა ჟურნალისტებმა ასე შეაფასეს: “აქ სპარტანული პირობებია”.
🇬🇪 თედო აბრამოვი, რომელსაც 5 შეკვრა კლუბური ნარკოტიკი დაკავებისას ჩაუდეს, მოსამართლე მჭედლიშვილმა გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა
📌 ლავროვი ალასკაზე ჩავიდა თეთრი სვიტერით, რომელზეც დატანილია აბრევიატურა «СССР»
🔴 სერბეთში "ტიტუშკებს" დაერივნენ და ქუჩებში სცემენ, დარბეულია მმართველი პარტიის ოფისები, ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა
უკვე მეორე ღამეა, სერბეთის ქუჩებში მთავრობის მხარდამჭერები, დემონსტრანტი სტუდენტები და პოლიცია ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდება. დარბეულია მმართველი პარტიის ოფისები. საერთაშორისო მედიის შეფასებით, სერბეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა.
"სერბეთის ქუჩებში ათასობით მომიტინგე დაბრუნდა" - წერს ადგილობრივი მედია. პროტესტის თავდაპირველი მასშტაბის აღდგენა გუშინდელმა ღამემ გამოიწვია, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ქვეყნის დიდ ქალაქებში მსვლელობებს მართავდნენ ალექსანდრ ვუჩიჩის შეიარაღებული მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა კი რეპრესიები დააანონსა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ, დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციების მინიმუმ 5 ორგანიზატორი დააპატიმრეს.
სერბებმა შეკრება საღამოდან დაიწყეს, ქუჩაში გამოსვლისკენ მოქალაქეებს სტუდენტურმა გაერთიანებამ მოუწოდა, რომელიც მთავრობას სამოქალაქო ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.
სანამ მომიტინგეები შეიკრიბებოდნენ, მმართველი პარტიის ოფისებთან უკვე იდგნენ მთავრობის მხარდამჭერები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფოიერვერკებსა და აალებად ნივთებს ესვრიან, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზს იყენებს, პროცესი ისევ უმართავი გახდა, ქუჩებში სამმხრივი დაპირისპირებაა.
სერბები 286 დღეა უწყვეტად ითხოვენ კორუფციაში მხილებული პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური გუნდის გადადგომას, ვუჩიჩი კი მათ რადიკალებს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესს „უცხოური ძალა მართავს.“
🇺🇸🇺🇦 და ისევ ალასკა დღეს ❤️
Владелец канала не предоставил расширенную статистику, но Вы можете сделать ему запрос на ее получение.
Также Вы можете воспользоваться расширенным поиском и отфильтровать результаты по каналам, которые предоставили расширенную статистику.
Также Вы можете воспользоваться расширенным поиском и отфильтровать результаты по каналам, которые предоставили расширенную статистику.
Подтвердите, что вы не робот
Вы выполнили несколько запросов, и прежде чем продолжить, мы ходим убелиться в том, что они не автоматизированные.